მატერაცი: “ზიდანს ვერ დავივიწყებ, რადგან ის თავის გუნდს ფინალის წაგებაში დაეხმარა”

თარიღი: თებერვალი 21, 2017

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკო მატერაციმ ჟურნალ FourFourTwo-ს დახმარებით გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ 2011 წელს ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

– 2001 წელს, “პერუჯას” მაისურით იტალიის სერია A-ში 12 გოლი გაიტანეთ. რას ფიქრობდნენ ამ დროს თქვენი გუნდის თავდამსხმელები?
– ჩემი თანაგუნდელებს ეს ფაქტი არ აბრაზებდათ, რადგან გოლები იმისათვის გამქონდა, რომ გუნდი წარმატებული ყოფილიყო. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიტანე.

– მართალია, რომ კარიერის დასაწყისში ნახევარმცველი იყავით? ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ მცველად ყოფნის დროს ბევრი გოლი გაგქონდათ?
– კარიერა თავდამსხმელის პოზიაზე დავიწყე. გოლის გატანა ყოველთვის მომწონდა. ვფიქრობ, ამან მცველობის პერიოდში ჩემი გოლების რაოდენობაზე გავლენა მოახდინა.

– “ევერტონში” ჩატარებულ 27 მატჩში მოედნიდან სამჯერ გაგაძევეს. გქონდათ თუ არა იმის სურვილი, რომ ამ კლუბში კიდევ უფრო დიდი ხნით დარჩენილიყავით?
– წითელი ბარათი სამჯერ მიჩვენეს, თუმცა აქედან ერთი უსამართლოთ მივიღე. 1998-99 წლების სეზონში, პრემიერ ლიგაში ცოტა მატჩი ჩავატარე, თუმცა ეს, გარკვეულწილად, კარგიც იყო, რადგან იტალიაში გამგზავრების საშუალება მეძლეოდა. უოლტერ სმიტი კარგი მწვრთნელი იყო, მას უცხოელი ფეხბურთელების კარგად ესმოდა, ამიტომ როცა დისკვალიფიკაციას ვიღებდი, შემეძლო, ცოტა ხნით იტალიაში დავბრუნებულიყავი. შესაბამისად, ყოველ თვეში ერთ კვირას შინ ვატარებდი. პრემიერ ლიგაში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე.

– თქვენ ლეჩეში დაიბადეთ, პერუჯაში კი ბევრი წელი გაატარეთ. როგორ შეადარებდით ამ ქალაქებს ლივერპულს?
– რა შემიძლია ვთქვა? ინგლისში მხოლოდ ერთი ქალაქია – ლონდონი, თუმცა ლივერპულშიც კარგად ვცხოვრობდი. იქ ბევრს ვერაფერს გააკეთებდით, თუმცა მშვენიერი ხალხი ცხოვრობდა. ქალაქის ნომერ პირველი გუნდის – “ევერტონის” ფანები კი შესანიშნავები იყვნენ.

– ვინ იყო ფიზიკურად, ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ? ვიერი თუ შირერი?
– ბატისტუტა. ვიერი და შირერი მას ჰგვანან. ბობო ვიერის ჩემი კარიერის ხუთ საუკეთესო თავდამსხმელს შორის შევიყვანდი. გამიმართლა, რომ ბევრ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად ვითამაშე. ასევე, გამოვარჩევდი რონალდოს, ეტოოსა და ტოტის. როცა ბატისტუტა იტალიაში ჩამოვიდა, მისი არავის სჯეროდა, ხოლო როცა აქაურობა დატოვა, ნამდვილი ფენომენის სახელით გააცილეს. ბატისტუტა ტანკივით იყო და ნებისმიერი პოზიციიდან, ორივე ფეხით შეეძლო დარტყმა. როცა მის წინააღმდეგ თამაშობდი, მოდუნების უფლება არ გქონდა.

download

– როდესაც მოურინიომ “ინტერი” დატოვა, ეს ძალიან განიცადეთ. როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?
– ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ვიცოდი, რომ მის გარეშე ტიტულების მოგება გაგვიჭირდებოდა. 110 პროცენტით მჯერა, ჟოზე რომ ჩვენთან დარჩენილიყო, უეფას სუპერთასსაც მოვიგებდით და სკუდეტოსაც.

– ადრე, აღნიშნეთ, რომ ერიკ კანტონასთან შეხვედრა თქვენი ოცნება იყო. რით დაიმსახურა მან თქვენგან ამხელა პატივისცემა?
– კანტონა მე მგავს – ის ნამდვილი მამაკაცია. ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობ. ის სისტემას უპირისპირდება – არა მხოლოდ ფეხბურთში. კანტონა ყველასაგან განსხვავდება. ის პირადი ინტერესების გამო, ჩუმად არასოდეს არის.

– მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანეთ, შემდეგ კი პენალტების სერიაში დარტყმა ზუსტად შეასრულეთ. მიუხედავად ამისა, თქვენი გვარის ხსენებაზე, ყველას თქვენსა და ზიდანს შორის მომხდარი ინციდენტი ახსენდება. გაღიზიანებთ თუ არა ეს ყოველივე?
– ჩემთვის, ზიდანთან მომხდარი ინციდენტი დახურული საკითხია. როდესაც მადრიდის “რეალი” მილანში იყო, მოურინიოს სანახავად სასტუმროში წავედი. ავტოსადგომზე ზიდანი შემხვდა, ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ამის შემდეგ, ზინედინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან მე ვერ მიცნო. ეს როგორ უნდა მომხდარიყო? არ ვიცი. თუმცა, მე მას ყოველთვის ვიცნობ, რადგან ის თავის გუნდს წაგებაში “დაეხმარა”. ამ ინციდენტის მონაწილე მე და კანტონა რომ ვყოფილიყავით, მატჩის დასრულების შემდეგ ლუდს ერთად დავლევდით.

mattzid

– რამდენიმე თვის წინ, განაცხადეთ, რომ რობერტო მანჩინიმ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა გასწავლათ. ეს რას ნიშნავს?
– მასწავლა? ერთადერთი, რაც მან გააკეთა ის იყო, რომ სათადარიგოთა სკამზე დამსვა! მას ჩემი არ სჯეროდა, ამიტომ “მილანში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი. სათადარიგოთა რიგებში ყოფნით მუნდიალზე იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოვხვდებოდი. “ინტერთან” ოთხწლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, “როსონერისთან” კი 6-თვიან იჯარას თითქმის დავთანხმდი. საბედნიეროდ, იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, მარჩელო ლიპისთან ვისაუბრე, მან კი აზრი შემაცვლევინა.

FourFourTwo, 2011 წელი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბარსელონამ” “ნაპოლი” უპრობლემოდ გაიარა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” “ჩელსის” საპასუხო მატჩიც მოუგო (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე “დინამოს” 4 სავარაუდო მეტოქე გაირკვა

Uefa-მ დღევანდელი კენჭისყრის წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეები ჯგუფებში გადაანაწილა და “დინამო თბილისი” განთესილ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლო “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელია

იტალიური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდრეა პირლოს ჩააბარეს. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” მაურიციო სარი დაითხოვა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემები ადასტურებენ ცნობას “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურიციო სარის დათხოვნის შესახებ. “ბიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე “ატალანტასთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩისთვის შედგენილი განაცხადი წარადგინა. როგორც ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანი “სიტისთან” მარცხზე: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, “მანჩესტერ სიტისთან” წაგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და პასუხისმგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონმა” “იუვენტუსის” ბარიერი დაძლია (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ლიონს” შორის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელიც იტალიელთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” “რეალი” მეორე მატჩშიც დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაიცანით ეროვნული ლიგის კენიელი ვარსკვლავი ამოს ნონდი, რომელიც “დილას” ხერხემა

გორის “დილა” 16 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია და ყველა საუბრობს მიკოლა კოვტალიუკზე, გურამ გიორბელიძეზე, ნიკა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანის შეცდომა და სტერლინგის სწრაფი გოლი “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში რაჰიმ სტერლინგის სწრაფი გოლით გაიხსნა, რაშიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალექსის სანჩესი “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა

ალექსის სანჩესი მილანის “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა. კლუბმა ჩილელი ფეხბურთელი უსასყიდლოდ დაიმატა. შეგახსენებთ, რომ მანამდე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი გოლფის თამაშისას დააფიქსირეს (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი, რომელიც თვეში ხელფასის სახით ორ მილიონ ფუნტზე მეტს იღებს, კამერებმა გოლფის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამესი “რეალში” აღარ ითამაშებს

“ასის” ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ხამეს როდრიგესი აღარ სჭირდება. წყაროს თანახმად, 5 [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანადურმა სარაგბო კლუბმა რუსული “ტამბოვი” გააშარჟა

რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “ტამბოვმა” ახალი სეზონის დაწყებამდე ლოგო შეცვალა, რასაც კანადური სარაგბო კლუბი ირონიულად […]...
წაკითხვა