მათეუსი: “მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც “ოქროს ბურთს” იმსახურებს”
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ იმსახურებს 2015 წლის “ოქროს ბურთს”.
“მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს. ეს ლიონელ მესი გახლავთ.
საკლუბო ფეხბურთში ის კვლავ დაბრუნდა საოცარ დონეზე და მოიგო არამხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, არამედ ესპანეთის თასი და ჩემპიონატი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ტიტულებს ვერ იგებს, მისი გოლების მაჩვენებელი ყველაფერზე მეტყველებს.
ექსტრაორდინალური კლასი აქვს. იგი მუდმივად ამტკიცებს თავის უნიკალურობას და ძალიან გამიკვირდება, თუ “ოქროს ბურთს” მესის არ მისცემენ”, – ციტირებს მათეუსის სიტყვებს Goal.com-ი.
“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.