მატიას დე ლიგტი “ლივერპულში” გადასვლას არ გამორიცხავს
უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, კატალონიურ “ბარსელონას” სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა “ლივერპულის” სახით მატიას დე ლიგტის ტრანსფერისთვის ბრძოლაში.
როგორც იცით, 19 წლის დე ლიგტი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად ითვლება და მასთან “ლურჯ-ბროწეულისფრები” დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა, შესაძლოა, ვირჯილ ვან დაიკის ფაქტორმა ყველაფერი შეცვალოს.
“ეს (“ლივერპულში” გადასვლა) სავსებით შესაძლებელია. “ლივერპულს” დიდებული გუნდი ჰყავს, თანაც ვან დაიკიც იქ თამაშობს. ნაკრებში მასთან ერთად თამაშით ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ.
თუმცა, ახლა მხოლოდ “აიაქსზე” ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში,” – აცხადებს ახალგაზრდა ჰოლანდიელი ვარსკვლავი, რომლის გუნდმაც “რეალის” ბარიერის დაძლევით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
=