მატიჩი სლავენ ბილიჩს: “ტოტენჰემს” თუ დაამარცხებ…”
ლონდონის “ტოტენჰემთან” მოგებული მატჩის (1-0) შემდეგ, “ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა აღიარა, რომ მატჩის წინ “ჩელსის” ფეხბურთელმა, ნემანია მატიჩმა მას შეტყობინება გაუგზავნა.
“ჩაქუჩების” თავკაცის ცნობით, მატიჩმა მას ასეთი რამ შესთავაზა: “თუ “ტოტენჰემის” შეჩერებას შეძლებ, სადილზე დაგპატიჟებ”.
“მატიჩი მშვენიერი ბიჭია, დიდებული ფეხბურთელი. დიდი სიამოვნებით მივიღებ მის ამ წინადადებს,” – დაამატა ბილიჩმა Sport Klub-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიურ სტადიონზე” წაგებული მატჩის შემდეგ ლონდონის “ჩელსიმ” თითქმის გაინაღდა ჩემპიონობა – “არისტოკრატებს” ისღა დარჩენიათ, დარჩენილ 4 მატჩში 5 ქულაზე მეტი დააგროვონ.