მატიპი: “მატჩის შემდეგ მესი ვნახე, დეპრესიაში იყო”

თარიღი: მარტი 24, 2020

“ლივერპულის” კამერუნელმა მცველმა, ჯოელ მატიპმა, 2018/19 წლების სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიხსენა, რომელშიც იურგენ კლოპის გუნდმა “ბარსელონა” 4-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

“მატჩის შემდეგ, ყველანი ერთად მივედით ჩვენი ფანების სექტორთან და ერთხმად შევასრულეთ “You’ll Never Walk Alone’, ყველანი ერთად ვმღეროდით.

ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო. ალბათ ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც მიუნხენში ჩემი დებიუტი იყო “შალკეს” რიგებში.

არაფერი მადარდებდა, ღრუბლებში დავფრინავდი. შემდეგ დოპინგ ტესტის ოთახში მომიწია შესვლა, სადაც ერთი ბიჭი დავინახე, მარტო იჯდა – მესი, დეპრესიაში იყო.

მოედანზე მას შევხვედრილვარ, თუმცა ერთ ოთახში მასთან ერთად ყოფნა ყოველდღიური სიამოვნება არაა. ყველა აღნიშნავდა ამ გამარჯვებას, მე კი მესისთან ერთად ვიყავი პატარა ოთახში,” – აცხადებს მატიპი.



მსგავსი სიახლეები