მატს ჰუმელსი: “მესი საუკეთესოა, ვინც კი მინახავს, წერტილი”

თარიღი: ნოემბერი 28, 2019

28 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში კატალონიის “ბარსელონამ” დორტმუნდის “ბორუსიას” დამარცხება შეძლო (3:1). შეხვედრის შემდეგ პრესასთან კომენტარი მატს ჰუმელსმა გააკეთა.

“ვერ ვიტყვით, რომ ცუდი თამაში იყო, მაგრამ კარგი ნამდვილად არ ყოფილა. “ბარსელონა” უბრალოდ ბრწყინვალე იყო. რა თქმა უნდა, მესი ყოველთვის სახიფათოა. პირველი გოლის შემდეგ შოკიდან ვერ გამოვედით, ჩემმა ცუდმა გადაცემამ კი მეორე გოლი გამოიწვია.

დღეს ჩვენ საკმარისად კარგები არ ვიყავით. მთელი მატჩის მანძილზე მხოლოდ 3-4 რეალური მომენტის შექმნა შევძელით. მესი იდეალურ ფორმაშია, საუკეთესოა, ვინც კი მინახავს. წერტილი,” – აცხადებს ჰუმელსი.

მსგავსი სიახლეები