მაცარი: “დერბიში მოგება სამ ქულაზე მეტს ნიშნავს”
იტალიური “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ვოლტერ მაცარი აცხადებს, რომ მილანურ დერბიში გამარჯვება სამ ქულაზე მეტად ფასობს.
შეგახსენებთ, რომ “დელა მადონინა” 22 დეკემბერს გაიმართება, მატჩი კი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
“რა თქმა უნდა, მილანურ დერბის სულ სხვა დატვირთვა აქვს. “დელა მადონინაში” გამარჯვება სამ ქულაზე მეტად ფასობს. ცხადია, ჩემი გუნდის ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ, ამრიგად შევეცდებით მეტოქე დავამარცხოთ”, – ამბობს მაცარი.