მაცარი: “ინტერი” ყველა მატჩის მოგებას შეეცდება”
მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ვოლტერ მაცარი “ჰელას ვერონასთან” გამართული მატჩის შემდეგ აცხადებს, რომ “ნერაძური” ყველა დარჩენილ ტურში, მოედანზე მხოლოდ მოგებისათვის გავა.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, “ჰელას ვერონამ” “ინტერი” საკუთარ მოედანზე მიიღო. მაცარის შეგირდებმა მეტოქე პალასიოსა და ჯონათანის გოლების წყალობით, ანგარიშით 0:2 დაამარცხეს.
“მიხარია, რომ მეტოქის დამარცხება მოვახერხეთ. ცხადია, გვინდა საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ, ამიტომ ჩვენთვის ნებისმიერ მომდევნო შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება – ყველა მატჩის მოგებას შევეცდებით”, – ამბობს მაცარი.