მაცარი: “მინდა, გუარინი “ინტერში” დარჩეს”
მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ვოლტერ მაცარი აცხადებს, რომ მას ფრედი გუარინის “ნერაძურიში” დარჩენა სურს.
შეგახსენებთ, რომ გუარინს იტალიური პრესა “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ჩელსისთან” აკავშირებს.
“რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ფრედი ჩვენთან დარჩეს. თუმცა, თუ ის გაიყიდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბმა ფინანსურად სარგებელი მიიღო”, – ამბობს 52 წლის იტალიელი სპეციალისტი.