მატუიდიმ ხელი მოიტეხა
პსჟ-ს და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი ტრავმირებულია.
Lequipe-ის ცნობით მოთამაშემ ხელი მოიტეხა და მისი გამოჯანმრთელების და მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მის ნაცვლად საფრანგეთის ნაკრებში ალბანეთისა და შვედეთის გუნდების წინააღმდეგ “ლიონის” მოთამაშე მაქსიმ გონალონი მიიწვიეს, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.