მაურისიო პოჩეტინიო: “ყველაფერი თითქმის დასრულებულია”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინიომ “პსვ”-სთან ყაიმის (2-2) დაფიქსირების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“ეს დაახლოებით, თითქმის დასრულებულია. 3 თამაშის შემდეგ 1 ქულით ყველაფერი, უბრალოდ, ძალიან რთულია. უამრავი რამ მოხდა მატჩის განმავლობაში. ხანდახან, ჩვენ უნდა გავიგოთ თუ ფეხბურთი როგორია და რა პასუხისმგებლობა გაქვს, როდესაც შეგიძლია ყველაფერი მოკლა. როცა ამას არ აკეთებ, მაშინ ყველაფერი შენ თავს უნდა დააბრალო. უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მეტოქეზე მეტი გაიტანო და გადამწყვეტ მომენტებში საკმარისად მკაცრები ვერ გამოვდექით”, – განაცხადა პოჩეტინიომ.
“მარტივია მსაჯი დაადანაშაულო, მაგრამ უმჯობესია, პირველ რიგში, ჩვენს შეცდომებზე ვიმსჯელოთ. ყველა გარემოების გათვალისწინებით, უნდა გაგვემარჯვა. უგოს სიტუაცია, შესაძლოა, არასამართლიანი იყოს, თუმცა თუ მეტს გავიტანდით, ამ ყველაფერს ვერც ვიგრძნობდით”, – დასძინა მენტორმა.
“ტოტენჰემს” B ჯგუფში 1 ქულა აქვს “პსვ”-სთან ერთად, “ინტერს” – 6, პირველ პოზიციაზე “ბარსელონაა” 9 ქულით.