მაურისიო პოჩეტინო: “ამ ორ კლუბს არასდროს გავწვრთნი!”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო 1994-2000 და 2004-2006 წლებში “ესპანიოლში” თამაშობდა. ხოლო, უკვე ბოლო სამი წელია “ტოტენჰემს” წვრთნის. მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ “არსენალსა” და “ბარსელონას” არასდროს გაწვრთნის.
“ესპანიოლის” გულშემატკივარი ვარ და ამას არც ვმალავ. ახლა კი “ტოტენჰემში” ვარ. შესაბამისად, თუ დანიელ ლევი ერთ დღეს კლუბიდან გამიშვებს, გამორიცხულია, რომ “არსენალის” ან “ბარსელონას” ხელმძღვანელობას მივყო ხელი.”
“მიყვარს ჩემი პროფესია და საიდანაც კარგი შემოითავაზება იქნება, იქ წავალ. თუმცა, არაა ადვილი ღირებულებებს გადაახტე და იყო ლოიალური. “ტოტენჰემთან” ძალიან ბევრი კარგი ემოცია მაკავშირებს, შესაბამისად, “მეთოფეთა” რიგებში ვერ წავალ,” –განაცხადა პოჩეტინომ.