მაურისიო პოჩეტინოს პირველი კომენტარი ფინალში მარცხის შემდეგ
ლონდონის “ტოტენჰემის” არგენტინელმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულთან” განცდილი მარცხის (0-2) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი გუნდით ამაყობს.
“ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, ბოლომდე იბრძოლეს. არ გაგვიმართლა, პირველივე წუთზე პენალტი ავიღეთ და გოლიც გავუშვით. მეორე ტაიმში ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, რაც ამაყს მხდის. დასაწყისიდანვე მდევრის როლში ყოფნა ძალიან რთულია, გეგმები რადიკალურად შეგვიცვალა ამ გოლმა.
დასაწყისში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ ვერაფერი გავაწყეთ, ამისთვის ვერ მოემზადები. ვერც კი წარმოიდგენ, რომ პირველივე წუთიდან, ფინალში წინ გავა შენი მეტოქე.
ძალიან დიდი სიამოვნებაა ამ ფეხბურთელებთან თანამშრომლობა. ისღა დაგვრჩენია “ლივერპულს” გამარჯვება მივულოცოთ, სტანდარტები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია.
ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო რამ არის მსოფლიოში მუნდიალის შემდეგ. გვინდა რომ ისევ ვცადოთ და გავიმარჯვოთ. ყველაფერი ხომ რწმენაზეა დამოკიდებული,” – აცხადებს პოჩეტინო.