მაურიციო სარი “ჩელსიში” მიდის და თან “ნაპოლის” სმაი ფეხბურთელის წაყვანას აპირებს

თარიღი: ივნისი 10, 2018

იტალიური პრესის თანახმად, “ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მომდევნო კვირაში ლონდონის “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დაინიშნება.

Football Italia-ს ცნობით, 59 წლის სპეციალისტი კვირის დასაწყისში “ნაპოლისთან” ყველა საკითხს მოაგვარებს და მომდევნო შვიდი დღის ვადაში ლონდონიში ჩაფრინდება, რათა “ჩელსისთან” კონტრაქტი გააფორმოს.

გარდა ამისა, მაურიციო სარი “ნაპოლის” რამდენიმე ფეხბურთელთან დალაპარაკებას და მათ “ჩელსიში” მიწვევას აპირებს. სავარაუდო კანდიდატთა შორის არიან: მცველები ელსეიდ ჰიუსაი, კალიდუ კულიბალი და ნახევარმცველი პეტრ ზელენსკი. სარი ტურინის “იუვენტუსიდან” გონსალო იგუაინის გადმობირებასაც აპირებს, რომელმაც განაცხადა, რომ ძალების ინგლისში მოსინჯვის წინააღმდეგი არ არის.

მსგავსი სიახლეები