მაურიციო სარი კოვაჩიჩზე დიდ იმედებს ამყარებს
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი აღიარებს, რომ მადრიდის “რეალისგან” არენდის წესით აყვანილ მატეო კოვაჩიჩზე დიდ იმედებს ამყარებს.
“ვფიქრობ, მატეო ძალიან დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში. ის ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, სწორედ ისეთი, როგორიც გვჭირდება. ამ დროისთვის, ის 90 წუთის სათამაშოდ მზად მაინც არ არის, შესაძლოა, ხვალ 30 წუთი ითამაშოს.
მჯერა, რომ კოვაჩიჩს ნახევარდაცვის სამივე პოზიციაზე შეუძლია თანაბრად კარგად ითამაშოს. ის ძალიან ძლიერი შემტევია, თუმცა, დაცვით ასპექტებშიც არ მოიკოჭლებს, რაც მადრიდში არაერთხელ დაამტკიცა.
მისგან ძალიან ბევრს ველი, რადგანაც, ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ვხედავ, რომ გაძლიერება შეუძლია, “- აცხადებს მაურიციო სარი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მეორე ტურში ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “არსენალს” მიიღებს.