მაურო იკარდი: “ინტერი” არ დანებდა”
მილანის “ინტერის” კაპიტანმა და უდავო ლიდერმა, მაურო იკარდიმ “ბარსელონასთან” დაფიქსირებული ყაიმის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ჩვენთვის პირველ ტაიმი განსაკუთრებით რთული გამოდგა, რადგან, პირადად ჩემთვის, “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. თუმცა, არ დავნებებულვართ და ქულის აღება შევძელით ჩემი გვიანი გოლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენთვის” , – ციტირებს იკარდის სიტყვებს Uefa.
თუ შემდეგ თამაშში “ტოტეჰენმის” წინააღმდეგ “ინტერი” ფრეს მაინც დააფიქსირებს, 1/8 ფინალურ ეტაპზე მილანური გუნდი გავა. “ბარსელონა” პირველი კლუბია მიმდინარე სეზონში, რომელმაც პლეიოფში გააღწია.