სარატე: “სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ამის გამო? სიტყვები არ მყოფნის” (ფოტო)
დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მაურო სარატე “ფიორენტინას” მომდევნო 3 მატჩში ვერ დაეხმარება.
დისკვალიფიკაციის მიზეზი “ინტერთან” გამართულ მატჩში არგენტინელსა და ჯეისონ მურილოს შორის (2:1) მომხდარი ინციდენტია.
“სიტყვები არ მყოფნის. მატჩს თავიდან ვუყურე, თუმცა ასეთი ვერაფერი ვნახე. სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ამის გამო? არ მესმის.” – განაცხადა “იების” თავდამსხმელმა.
“ფიორენტინას” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში აპირებს ამ გადაწყვეტილების აპელირებას.