მავრიტანიის პრეზიდენტმა სუპერთასის მატჩი 63-ე წუთზე შეწყვიტა და პენალტების დანიშვნა მოითხოვა
მავრიტანიის სუპერთასის მატჩში ქვეყნის პრეზიდენტმა თავისი ძალაუფლებით ბოროტად ისარგებლა და შეხვედრის 63-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი სერიის დანიშვნა მოითხოვა.
ტრიბუნაზე მჯდარ მოჰამედ ულდ აბდელ აზიზს იმდენად მოსწყინდა “თევრაგ-ზეინასა” და “კსარს” შორის გამართული ფინალური მატჩის ცქერა, რომ მსაჯს თამაშის შეწყვეტა მოსთხოვა.
პენალტების სერიაში “თევრაგ-ზეინამ” იმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება დამარცხებულთა აღშფოთებით დაიჩრდილა.
მოგვიანებით მავრიტანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აჰმედ ოულდ აბდერჰმანემ მომხდარი ორგანიზაციულ პრობლემებს გადააბრალა.
“უარვყოფ მატჩში ქვეყნის პრეზიდენტის ჩარევას. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ორგანიზაციული საკითხების გამო, ორივე გუნდის პრეზიდენტებისა და მწვრთნელების თანხმობის შემდეგ”, – ციტირებს მავრიტანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვებს “ევროსპორტი”.