მბაპემ არსენ ვენგერი უარით გაისტუმრა
2016-17 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე აღიარებს, რომ მისი გადაბირების სურვილს ლონდონის “არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი გამოთქვამდა, მაგრამ მისთვის უარის თქმა მოუწია.
“დიახ, არსენ ვენგერს შევხვდი. ის დიდებული სპეციალისტია და საფრანგეთში დიდი რეპუტაციით სარგებლობს, ყველასათვის ძალიან პატივსაცემი ადამიანია და იცის, როგორ იმუშაოს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.
“არსენალში” გადასვლა საკმაოდ რეალური ვარიანტი იყო ჩემთვის. მაგრა, რა თქმა უნდა, “პარი სენ-ჟერმენი” მთავარ კანდიდატურას წარმოადგენდა. ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, ჩემმა ოჯახმა გადაწყვეტილების მიღება მე მომანდო და ყველაფერი ამგვარად გამოვიდა.
ჩემი გადაწყვეტილება მომავალზეც უნდა ყოფილიყო გათვლილი, ისეთ ადგილას უნდა მივსულიყავი, სადაც განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობა მექნებოდა – “პსჟ”-ს კი სწორედ ასეთ კლუბად ვთვლი,” – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი.