მბაპე: “ნეიმარის ფაქტორმა “პსჟ”-ში გადასვლა გადამაწყვეტინა”
კილიან მბაპეს თქმით, “მონაკოდან” “პსჟ”-ში გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მოტივაციას ნეიმარის ფაქტორი წარმოადგენდა.
“ნეიმართან ერთად თამაში არის რაღაც არაორდინალური. როცა შემოთავაზება მივიღე, სწორედ მასთან ერთად თამაშის სურვილმაც მომცა ბიძგი, რომ “პსჟ”-ში წავსულიყავი.”
“ნებისმიერი დიდი ფეხურთელი საკუთარ სამშობლოში იხვეჭს სახელს და შემდეგ ცდილობს, მის საზღვრებს გარეთ გამოიჩნოს თავი. შესაძლოა, მან ეს ეროვნულ ნაკრებში გააკეთსო, შესაძლოა – მისი ქვეყნის კლუბში. სწორედ ამიტომ, სულ ექვსთვიანი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, არ შემეძლო საფრანგეთი დამეტოვებინა.”
“ძალიან მინდა, ჩემი ქალაქის ისტორიაში საკუთარი კვალი დავტოვო. “პსჟ” არის ერთადერთი პროექტი, რომელიც მე, როგორც აღნიშნულში, ასევე პროგრესში დამეხმარება. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი სეზონის ნაწილია და ვეცებით, ეს ტიტული მოვიგოთ,” – ამბობს მბაპე.