მბაპე: “რონალდუ და ნეიმარი თითქმის ერთ დონეზე არიან”
“პარი სენ-ჟერმენის შემტევმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ბავშვობაში მისი კუმირი იყო. თუმცა, ფრანგის თქმით, მას არანაკლები დონის თანაგუნდელი ჰყავს.
“ის ჩემი ბავშვობის გმირი იყო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა “ვალდებებასზე” სტუმრობამ და პორტუგალიელთან შეხვედრამ. თუმა, ახლა მე პროფსიონალი ფეხბურთელი და სხვების მეტოქე ვარ. შესაბამისად, რაც მსურს, არის მოგება, მოგება და მხოლოდ მოგება. შესაბამისად, აზრი არ აქვს, ვინ არის ჩვენს წინააღმდეგ. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს!”
“ნებისმიერი ვინმესგან, ვინც ხუთ ოქროს ბურთს იგებს, შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. რონალდუ კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდშიც მყავს მშვენიერი მოთამაშეები. ნეიმარი თავისი სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს კრიშტიანუს და, ვფიქრობ, ის თითქმის რონალდუს დონეზეა. ასევე, გოლეადორი კავანისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ,” – ამბობს მბაპე.