მბაპემ “მანჩესტერ სიტისთან” მატჩამდე ტრავმა მიიღო
“პარი სენ-ჟერმენმა” ლიგა 1-ის 34-ე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “მეცთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა გამარჯვება კილიან მბაპეს დუბლისა და მაურო იკარდის პენალტის ხარჯზე მოიპოვა (3:1).
თამაშის მიწურულს მბაპემ ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება და შეძლებს თუ არა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ თამაშს.
მაურისიო პოჩეტინომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ასეთი რამ განაცხადა: “მბაპემ კვადრიცეპსზე მიიღო დაზიანება, მაგრამ არ ვთვლი, რომ სერიოზული ტრავმაა.”
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი კილიან მბაპე დასახელდა. ფრანგმა სუპერვარსკვლავს საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 25 გოლი აქვს გატანილი და ბომარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებს.