მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატში მეასე გოლი გაიტანა და რეკორდიც დაამყარა
ნეიმარ ჟუნიორის არყოფნაში მაურისიო პოჩეტინოს “პარი სენ-ჟერმენს” მხსნელად კილიან მბაპე ევლინება. ლიგა 1-ის 30-ე ტურში პარიზულმა გრანდმა გასვლაზე “ლიონის” დამარცხება შეძლო ანგარიშით 2:4.
ზემოხსენებულ მატჩში დუბლის გაფორმება შეძლო “პსჟ”-ს ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ. ეს რიგით მე-12 გოლი გახლდათ მბაპესთვის ბოლო რა მატჩში.
“ლიონთან” მატჩში მბაპემ რეკორდიც დაამყარა – ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში 100 გოლის გატანა შეძლო. მბაპე 22 წლისა და 91 დღის გახლავთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 20 გატანილი გოლით ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას სწორედ კილიანი ლიდერობს. მას 6 გოლით ჩამორჩება “ლიონის” ნიდერლანდელი შემტევი მემფის დეპაი.
Kylian Mbappé(22 ans et 91 jours) devient le plus jeune joueur de l'histoire à atteindre la barre des 100 buts en @Ligue1UberEats devant Hervé Revelli(23 ans et 153 jours). #OLPSG
— Stats Foot (@Statsdufoot) March 21, 2021