მჩ 2018: ხორვატიამ საბერძნეთთან საქმე თითქმის მოაგვარა (ვიდეო)
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ხორვატიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ზაგრებში გაიმართა და ის ხორვატების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. მასპინძლები მატჩის მე-13 წუთზე ლუკა მოდრიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა. ზუსტად ოთხ წუთში ნიკოლა კალინიჩმა ხორვატების უპირატესობა განამტკიცა. 30-ე წუთზე სოკრატის პაპასტატოპულოსმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ სამ წუთში ივან პერიშიჩმა მასპინძელთა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მეორე ტაიმის დებიუტში ანდრეი კრამარიჩმა მეოთხედ შეარხია ბერძენთა კარის ბადე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
საპასუხო მატჩი 12 ნოემბერს, პირეოსში ჩატარდება. წყვილის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
მსოფლიოს ჩემპიონატი
საკვალიფიკაციო ეტაპი. პლეი-ოფი
ხორვატია — საბერძნეთი 4:1
გოლები: მოდრიჩი 13′ (პენ), კალინიჩი 19′, პერიშიჩი 33′, კრამარიჩი 49′ — პაპასტატოპულოსი 30′.