მძიმე დარტყმა “რეალს” – სერხიო რამოსი ტრავმირებულია
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, “ლივერპულთან” და “ბარსელონასთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ტრავმა მიიღო. ინფორმაციას მადრიდული გრანდის ოფიციალური გვერდიც ადასტურებს.
რამოსის რეაბილიტაციის პროცესს ერთი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი გამოტოვებს როგორც “ელ კლასიკოს”, ასევე ორივე მეოთხედფინალურ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე.
“ჩემთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ის არის, რომ გუნდს ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ვერ დავეხმარები. ეს შეხვედრები სეზონის ბედს წყვეტს. ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ, ფანებისგან მიღებული სიყვარულისა და მხარდაჭერის შესაფერისად რომ ვერ ვახერხებს გუნდისთვის დახმარების გაწევას,” – განაცხადა 35 წლის ესპანელმა.
როგორც იცით, სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა. ლუის ენრიკემ რამოსი საქართველოს ნაკრებთან არ ათამაშა, საბერძნეთთან და კოსოვოსთან კი მცირე დრო გამოუყო. დღეს კი მისი ტრავმის შესახებ გაჟღერდა.