მე-6 ტური სოხუმის გამარჯვებით დასრულდა

თარიღი: მარტი 15, 2014

სუპერლიგის მე-2 წრის მე-6 ტური “სოხუმისა” და “მაკაბის” მატჩით დასრულდა. შეხვედრაში დაცვა არ იყო, ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა – 120:105.

“მაკაბი” სუპერლიგის ისეთი აუტსაიდერია, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მოგებაზე ვერ ფიქრობს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მაკაბელთა მწვრთნელმა მიხეილ ხუხაშვილმა განაცხადა, რომ წავაგებთ, მაგრამ საკითხავია, რამდენი ქულითო. 15 ქულით წააგეს და ისე, რომ შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ.

ერთბაშად სამმა მაკაბელმა მიაღწია 20-ქულიან ზღვრამდე. გიორგი ფერიაშვილმა 29 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი ტეტელაშვილს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – 25 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი. 17 წლის მაიზერ რევაზაშვილმა მაკაბელებს 20 ქულა მიაშველა, მისმა უფროსმა ძმა გიორგიმ კი ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 15 მოხსნა.

რაც შეეხებათ სოხუმელებს, მათ მწვრთნელმა სათამაშო დრო თანაბრად გადაუნაწილა. გუნდის ერთადერთმა ლეგიონერმა, ჯერემი საიმონსმა 25 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა, მის კვალზე კი კიდევ 5 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს. აღსანიშნავია, რომ სოხუმელებმა მთლიანობაში 15 სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა საკმაოდ ბევრიც ისროლეს – 55.

სუპერლიგის მორიგი ტური 22 მარტს, სპორტკომპლექს “არენაზე” გაიმართება.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

მიხეილ ხუხაშვილი („მაქაბის“ მწვრთნელი):  სხვა მატჩებთან შედარებით დღევანდელი თამაში ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.  სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა და შედეგიანი რეზულტატიც დაიდო. გიორგი ტეტელაშვილს სამმაგ დუბლამდე 2 პასი  დააკლდა, მაიზერ რევაზაშვილმა ორმაგი დუბლი მიითვალა, სოხუმთან 20 ქულა ჩააგდო და ეს მისთვის დიდი შედეგია, რადგან „სოხუმს“ ძალიან ძლიერი კალათბურთელები ჰყავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ  „სოხუმი“ აუცილებელია საქართველოს ჩემპიონატისთვის. მადლობა ვაჟას კავარცხელიას, რომელსაც მის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის.

 ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): მადლობა მაქაბის გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. მას ნამდვილად პერსპექტიული მოთამაშეები ეზრდება.  მისი აღზრდილი გიორგი შერმადინი ევროლიგაში თამაშობს და დარწმუნებული ვარ ფერიაშვილსაც და რევაზაშვილსაც ვიხილავთ ევროლიგაში.

 

ჯერემი საიმონსი (სოხუმი): სანახაობრივი მატჩი შედგა, მადლობა მაქაბის გუნდს, რომელსაც ძალიან კარგი ახალგაზრდა კალათბურთელები ჰყავს.  წინა შეხვედრაზე არ ვიასპარეზეთ და სასიხარულოა რომ დღეს იოლი გამარჯვების მოპოვება შევძელით.



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულე

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს. შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფო...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანელი ქომაგები უკრაინელ კალათბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს (ვიდეო)

24 თებერვალს, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, კორდობაში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 88:74 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა: ტრავმირებულმა ტომპსონმა უფრო მეტი გამოიმუშავა!

“გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა, რომელიც გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი […]...
წაკითხვა