“მე გაჩუქებ, თბილისში მაქვს და მოგაწვდიან” – რა გააკეთა ლევან მჭედლიძემ, რამაც სოციალური ქსელი მოიცვა?
საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის ყოფილმა სოციალურმა მენეჯერმა, გიორგი ქოქიაშვილმა სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ლევან მჭედლიძის შესახებ გვიყვება. როგორც პოსტიდან ირკვევა, ქოქიაშვილმა მეგობრებსა და გამომწერებს დახმარება სთხოვა PlayStation 4-ის შესაძენად (სამწუხაროდ, გიორგის გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუშაობას ვერ ახერხებს) და მას ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე გამოეხმაურა. მჭედლომ გიორგის PlayStation 4 აჩუქა. ისტორია სრულად