“მე პატიოსანი ადამიანი ვარ, ეს სისულელეა” – ქუთათელაძე UFC-ში მოგებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ
გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა მოიგო. ქართველი მებრძოლი აქამდე დაუმარცხებელ პოლონელ მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და მეტოქე გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქუთათელაძე საკუთარი თავით უკმაყოფილო იყო და განაცხადა, რომ ეს ბრძოლა მისი არ იყო.
“ეს არ არის ჩემი ბრძოლა. ეს სისულელეა, ნომერ პირველი სისულელე. მე პატიოსანი ადამიანი ვარ. მეც და ამ ბიჭმაც ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ ეს ბრძოლა ჩემი არ იყო. რამდენი თეიქდაუნი გააკეთა ამ ბიჭმა? ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ეს არ იყო ჩემი ბრძოლა. არ ვიცი, როგორ დაწერეს მსაჯებმა ქულები. მადლობა, რა თქმა უნდა. ბედნიერი არ ვარ, რადგან ეს ის არ არის, რასაც ველოდი. გამროტ, ძმაო, მადლობა. მე გითხარი, რომ ეს ბრძოლა შენი იყო”, – განაცხადა ქუთათელაძემ.
"This is number one bulls**t" 1⃣🐂💩
Appreciate the honesty from Kutateladze, who doesn't think he deserved the win over Gamrot. #UFCFightIsland pic.twitter.com/Lhp2yOSS7x
— MyBookie Sportsbook (@mybookiebet) October 17, 2020