“მე შენით აღფრთოვანებული ვარ” – პელემ მესის მიულოცა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ ლიონელ მესის მისი რეკორდის გამეორება მიულოცა.
როგორც იცით, გუშინ არგენტინელმა ვარსკვლავმა “ბარსელონას” რიგებში 643-ე გოლი გაიტანა და ამით პელეს მიერ ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რეკორდი გაიმეორა.
სოციალურ ქსელში, 80 წლის ბრაზილიელის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა:
“როცა შენი გული სიყვარულითაა სავსე, რთულია გზა შეიცვალო. შენს მსგავსად, მეც ვიცი, რას ნიშნავს ყოველდღიურად ერთი გუნდის მაისურის ტარება. ვიცი, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ადგილი, სადაც თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გილოცავ ისტორიულ მიღწევას, ლიონელ. თუმცა, უპირველეს ყოვილსა, გილოცავ შესანიშნავ კარიერას “ბარსელონაში”. სამწუხაროდ, სულ უფრო იშვიათად გვესმის ისეთი ისტორიები, როცა ერთი ფეხბურთელი ერთ კლუბში ამდენი ხნით რჩება. მე შენით აღფრთოვანებული ვარ”, – აცხადებს პელე.