მედელმა ნეიმარს კუნთზე ფეხი დააბიჯა და მოგვიანებით სიმულაციაში დაადანაშაულა (ვიდეო, ფოტო)
ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის ლონდონში გამართული ამხანაგური მატჩის (1:0) მიმდინარეობისას მეტად უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ჩილეს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გარი მედელმა “სელესაოს” ლიდერ ნეიმარს ფეხი განზრახ დააბიჯა ნაკუთალზე და ბრაზილიელს დიდი ტკვილიც მიაყენა. საბედნიეროდ, ნეიმარი ტრავმა გადაურჩა და მატცის გაგრძელებაც შეძლო.
მედელმა ეს არ იკმარა და მოგვიანებით ნეიმარი სიმულაციაშიც დაადანაშაულა. ჩილელმა ფეხბურთელმა ამ მომენტის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა, თუმცა მოჭრილ სურათზე მისი უხეში თამაში არ არის აღბეჭდილი.
“ფეხბურთში მეტოქეს რომ გაეხახუნები, ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთი ასეთი მომენტისგან თეატრს დგამს. ცუდია, რომ ამას ყველა ვერ ხედავს”, – დაწერა გარი მედელმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ მომენტი მსაჯის ყურადღების მიღმა დარჩა. შესაბამისად, გარი მედელი არ დასჯილა.