“მეგონა, რომ კოტე რაღაცას ჩამარყტყამდა თავში” – გაუგებრობა აეროპორტში (ვიდეო)
ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა Youtube-ში საკუთარ ოფიციალურ არხზე მორიგი ვლოგი გამოაქვეყნა. “ქართველი ჰალკი” კონსტანტინე ჯანაშიასთან ერთად უძლიერეს მამაკაცთა შეჯიბრზე იმყოფებოდა.
ბაჰრეინში გამგზავრებისას, სპორტსმენებს აერეპორტში პრობლემა შეექმნათ, რის შესახებაც საგინაშვილმა ისაუბრა.
“მოხდა გაუგებრობა. წესით, ახლა ჯაკუზიში უნდა ვიყოთ ჩათენთილები, მაგრამ ჩვენ ისევ დუბაიში ვართ. თვითმფრინავი უჩვენოდ გაფრინდა, ბარგი დავკარგეთ. მე ბილეთები გადავაგდე. აგვიღეს ახალი ბილეთები. გავფრინდებით ხვალ დილით. ძალიან დიდი მინუსია, რა თქმა უნდა.
ჩემი ჩასხდომის ბარათი, თავისი ბარგის ნომრით დამრჩა თვითმფრინავში. დაახლოებით ორსააათიანი წვალების შემდეგ, ყველაფერი რომ გავარკვიეთ და ბილეთები რომ გვიყიდეს, ჩანთაში აღმოვაჩინე ის ჩასხდომის ბარათი, რომელიც დაკარგული მეგონა. და, მეგონა, რომ კოტე რაღაცას ჩამოარტყავდა თავში”, – ამბობს “ჰალკი”.