მეივეზერი ნურმაგომედოვს: “მოდი და რინგზე მე დაგაწვენ”
ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ მასსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის ბრძოლა შედგება. ასევე, მეივეზერი ფიქრობს, რომ ის დაღესტნელ მებრძოლთან დაპირისპირებით 200 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
“ჩვენ ვიჩხუბებთ. ჩემი თავის ბოსი მე ვარ. მე არ ვიცი, რას ფიქრობს ხაბიბი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეხვედრის ორგანიზება შეგვიძლია. მან ინსტაგრამზე დაწერა, რომ ვეგასში ჩხუბი არ სურს. თუმცა, ყველამ ვიცით, ვეგასი ორთაბრძოლების დედაქალაქია. ვიდეო არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ ნურმაგომედოვმა სიგიჟე ჩაიდინა.
კრივის წესები თუ MMA? ხაბიბმა გამომიწვია, შესაბამისად, ის ჩემს სამყაროშია. კრივს წესების აქვს. ნურმაგომედოვმა თქვა, რომ მან მაკგრეგორი წააქცია, მაგრამ მე – ვერა. კარგი, მოდი და რინგზე მე დაგაწვენ. ვფიქრობ, ხაბიბთან შეხვედრა უფრო მეტ შემოსავალს მომიტანს, ვიდრე კონორთან დაპირისპირებამ მომიტანა. სავარაუდოდ, 200 მილიონ დოლარს მივიღებ”, – უთხრა მეივეზერმა TMZ-ს.