მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის

თარიღი: მარტი 2, 2017

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ახალგაზრდობის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმი 2 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა. მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და მინისტრის მოადგილეები – შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე.

ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით – “ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და წარმატებული ქვეყანაა სპორტული შედეგების მიხედვით. ბუნებრივია, ჩვენს სპორტსმენებს დიდად წაადგებათ უკრაინელებთან ერთობლივი სპორტული შეკრებები და ორმხირივ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. მათ შორის, ჩვენ ვგეგმავთ სუამის სამიტის ფარგლებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი ჩემპიონატებისა და შეჯიბრებების გამართვას.

ჩვენს სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სწორედ რომ ხელს შეუწყობს ერთის მხრივ სპორტის განვითარებას და მეორეს მხრივ, ახალგაზრდული ორგანიზაციების კიდევ უფრო დაახლოვებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ვფიქრობ, ასეთი ფორმატი საშუალებას მოგვცემს სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ, კონკრეტული ნაკრებები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველ სპორტსმებებთან ერთად გაიარონ ერთობლივი შეკრებები.”

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ფიზიკური კულტურის, ახალგაზრდობის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მოხალისეობრივი, საკანონმდებლო, ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. მემორანდუმის გაფორმება ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადანაცვლებას.

“ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდების ურთიერთობებს, ასევე გაცვლითი პროგრამების განხორციელებას როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებებით. ჩვენ მდიდარი კულტურული ფასეულობები გაგვაჩნია და ვფიქრობ მათი გაზიარება და ასევე ერთობლივი სპორტული და ახალგაზრდული პროექტების განხორციელება სიკეთის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან საუბარი გვქონდა კონკრეტულ პროექტებზეც, მაგალითად 2017 წლის სექტემბერში ტორონტოში დაგეგმილია საბრძოლო მოქმედებების დროს დაზარალებულთა შორის სპორტული თამაშები, სადაც უკრაინის ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ამ თამაშებისთვის უკრაინელმა სამხედროებმა საქართველოში გაიარონ სპორტული წვრთნები და ასევე ჩატარდეს ამხანაგური მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და უკრაინის გუნდებს შორის.

ზოგადად, მსურს განვაცხადო, რომ საქართველო და უკრაინა დიდი ხანია მეგობრობენ და მჭიდროდ თანამშომლობენ ერთმანეთთან არაერთი მიმართულებით. ჩვენ აქტიურად გიჭერდით მხარს, როდესაც რუსეთის მხრიდან აგრესიას ჰქონდა ადგილი საქართველოში და ასევე ქართველები გვედგნენ მხარში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას. ასევე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება.” – განაცხადა იგორ ჟდანოვმა.

აღსანიშნავია რომ უკრაინული მხარის ინიციატივით კიევში სულ ახლახანს გაიმართა სუამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციაც. საქასრთველოს მხრიდან გამოთქვა ინიციატივა საქართველოში სუამის წევრი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკების ჩატარების თაობაზე.

ამ მხრივ, გამოსარჩევია საქართველოსა და უკრაინის მრავალწლიანი მეგობრული თანამშრომლობა ყველაზე მძიმე პერიოდებში, კონკრეტულად 2014 წელს, როდესაც საქართველომ უმასპინძლა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს „მომავლის ბანაკში”, რამაც ხელი შეუწყო მათი რეაბილიტაციისა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“გაბრაზებული იყო, რადგან ვმარცხდებოდით” – პიოლი იბრაჰიმოვიჩის რეაქციაზე

12 ივლისს, იტალიის სერია A-ში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. 61-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასულიერო პირმა მატჩის წინ მოსკოვის “ლოკომოტივის” კარი აკურთხა (ვიდეო)

12 ივლისს, რუსეთის პრემიერ ლიგაში მოსკოვის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

12 წლიანი პაუზის შემდეგ, როცა 2008 წელს შოთა არველაძემ “ლევანტეს” მაისურით ლა ლიგაში ითამაშა, გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტეო ერნანდესის გოლი “ნაპოლის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Theo Hernandez’s goal against Napolipic.twitter.com/cT1CXjQ4GL — Milan Eye (@MilanEye) July 12, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – როცა ზაფხულის ცხელ ღამეს ელ-კლასიკოც გეზარება

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლო შეხვედრაში ქართული ელ-კლასიკო გაიმართა და სულ 2 მომენტი შეიქმნა. უკრაინელმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

12 ივლისს, ესპანეთის ჩემპიონატში “ლევანტემ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ეს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი ღამის კლუბიდან გააძევეს (ვიდეო)

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი დასვენების დღეებს სამშობლოში ატარებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი შაბათს, ნორვეგიაში, ერთ-ერთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “კაცი თავის გვარს ასე ამართლებდეს, იშვიათად მინახავს”

“საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მისი კლუბის აკადემიის აღზრდილის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის შესახებ ისაუბრა. “ბევ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმინულმა გუნდმა ზედიზედ სამი პენალტი ვერ გამოიყენა (ვიდეო)

11 ივლისს, რუმინეთის ლიგა 2-ში “პეტროლულმა” საკუთარ მოედანზე “რაპიდი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

2 მთავარი გარემოება, თუ რატომ შეიძლება იყოს მოკლული გიორგი შაქარაშვილი

“საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგის 12 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიკოლა კოვტალიუკი და “დილა” მერანივით დაფრინავენ

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გორის “დილამ” თბილისის “მერანი” მიიღო და 4-0 გაანადგურა. ანგარიში კოვტალიუკმა გახსნა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონობა გოლით აღნიშნა! (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატში ვალერიან გვილიამ სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და “ლეგიასთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. “ლეგიამ” [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახაბერ კაკაშვილი “მერანში” დაბრუნდა

27 წლის ნახევარმცველი კახაბერ კაკაშვილი თბილისის “მერანში” დაბრუნდა. კაკაშვილი ბოლოს ირანში თამაშობდა, თუმცა პანდემიის დაწყებამდე [&hellip...
წაკითხვა