მენეზი: „შესაძლოა, ახლა ციხეში ვყოფილიყავი“
„მილანის“ თავდამსხმელი ჯერემი მენეზი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში წარსული გაიხსენა.
„როდესაც 16 წლის ვიყავი, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე უარი ვთქვი, ჩემით ფერგიუსონი ინტერესდებოდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი დიდ კლუბში თამაშის დრო ჯერ არ დამდგარა. არ ვამბობ, რომ ცუდი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვიცი, ჩემი კარიერა შემდგომ როგორ განვითარდებოდა. შესაძლოა, ყველაფერი უკეთესადაც კი ყოფილიყო.
რომ არა ფეხბურთი, შესაძლოა, ახლა ციხეში ვყოფილიყავი. სწორედ იქ მოხვდა „ბანლიედან“ ჩემი ბევრი მეგობარი, რისი მიზეზიც ქურდობა და ნარკოტიკები იყო. მსგავს სიტუაციაში მოხვედრა ადვილია, თუ ახალგაზრდა ხარ, თუმცა ფული არ გაგაჩნია“, – განუცხადა მენეზმა „La Gazzetta dello Sport“-ს.