მენეზი: “თავის დროზე “იუნაიტედს” უარი ვუთხარი
“მილანის” ახალწვეულმა ჟერემი მენეზმა აღიარა, რომ 2010 წელს “იუნაიტედს” მისი შეძენა სურდა.
“სერ ალექსისათვის უარის თქმა ადვილი არ იყო, მაგრამ მაშინ მე ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი გზა არჩეული მქონდა. იმ პერიოდში “პსჟ”-ში ძალიან რთული პერიოდი მქონდა. მიუხედავად ამისა, ყველა სირთულეებს თავი გავართვი და ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა.”
“ამჟამად “მილანის” ღირსებას ვიცავ და მინდა იტალიელებთან ერთად სკუდეტო მოვიგო. მე ნამდვილად მჯერა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. ამ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მინიმუმ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნოთ.”-განაცხადა მენეზმა