მეორე გამარჯვება გაერთიანებულ საამიროებთან (ვიდეო)
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან და პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც 3:0 იმარჯვა.
ლევან ბაჯელიძის გუნდმა ნათია ბაქრაძის დუბლითა და ლანა გორგაძის ულამაზესი გოლით დაამარცხა მეტოქე.
ეს იყო ბოლო მოსამზადებელი ტესტ-მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრამდე, რომელშიც საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 3 ივნისს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
საქართველო – გაერთიანებული საამიროები 3-0
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო: ნადირაშვილი (84’ სუხაშვილი), სუთიძე, ტატუაშვილი, ჩხარტიშვილი, სხირტლაძე (84’ ბასილაძე), დანელია (75’ გორგაძე), ქველიძე, თოდაძე, ბაქრაძე, ჩემინავა (75’ კვალიაშვილი), ჭყონია
მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
გაერთიანებული საამიროები: ალმაზრუეი, აბდელზია, ალმანსური, ალჰოსანი, ს. ალზააბი (90’ მ. ალზააბი), ბუდებსი, ალნუაიმი, ალჰამადი, ალტაჰერი, ალმუჰაირი (84’ ალშამლი), ალადვანი
მთ. მწვრთნელი: სამირ ლანდოისი
მსაჯები: ლაშა სილაგავა, ხათუნა მაისურაძე, ქეთი გაიპარაშვილი, გიორგი ყრუაშვილი (სათადარიგო)
გაფრთხილება: 28’, 89’ სუთიძე, 72’ ალადვანი
გაძევება: 89’ სუთიძე
გოლები: 1-0 ბაქრაძე (42), 2-0 ბაქრაძე (73), 3-0 გორგაძე (83)
სფფ-ის პრესსამსახური