მეოთხე შეკრება კლერმონის ესპუარებთან გამარჯვებით დასრულდა

თარიღი: აპრილი 19, 2015

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფისთვის მზადების მეოთხე შეკრება ფრანგული ტოპ 14-ის ‘კლერმონის’ ესპუართა გუნდთან სპარინგ-მატჩით დაასრულეს, რომელშიც ჩვენმა გუნდმა სტუმრებს 28:18 სძლიეს.

პირველი ტაიმი 10 ქულიანი დეფიციტით

მატჩის დაწყებამდე საფრანგეთის და საქართველოს ჰიმნები შესრულდა. საქართველოს ჰიმნს კლერმონის სამი ქართველი ლეგიონერი: გიორგი შარაშიძე, ბექა კაკაბაძე და თორნიკე ზოიძე ასრულებდნენ. ეს ორი უკანასკნელი ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს ტურნირისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპის შეკრებაზე შეუერთდებიან.

“კლერმონი” იყო კარგად ორგანიზებული, მებრძოლი გუნდი, რომლის შემადგენლობაში მაღალი დონის შემსრულებლები, მებრძოლი ბიჭები თამაშობდნენ. ბრძოლაში და თავდადებაში მათ ქართველებმა არაფერი დაუთმეს, პირველი ტაიმის 10 ქულის სხვაობით წაგების შემდეგ, მეორე ტაიმში შეცდომები გამოასწორეს, დასკვნითი 40 წუთი 20:0 მოიგეს და გამარჯვებაც დამსახურებულად იზეიმეს.

შეხვედრა ქართველი მორაგბეების აქტიურობით დაიწყო, მაგრამ ჟულიენ შარდონმა გადაცემა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო ენდო სანგამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ მოედანზე გაჩაღებული დაუნდობელი ბრძოლა “უსისხლოდ” არ ჩაივლიდა და თამაშისას რამდენჯერმე ატყდა ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშტი-კრივი, რის გამოც შეხვედრის მიწურულს რეფერიმ ორივე გუნდის თითო-თითო მორაგბე გაასინბინა.

მართალია, თავიდან ქართველები ჯარიმას კარში არ ურტყამდნენ, მაგრამ რომ ჩამორჩნენ, მე-11 წუთზე 3 ქულის აღება გადაწყვიტეს და 35 მეტრიდან რეზი ჯინჭველაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. მერე ვასილ ლობჟანიძემ ფეხით შეცურებულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა, “კლერმონი” დაჯარიმდა, ჯინჭველაშვილმა ის სწრაფად გაათამაშა და მართალია, ბადრი ალხაზაშვილი შეაჩერეს, მაგრამ რაქიდან ოთარ გიორგაძემ ლელოს გატანა მაინც მოახერხა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 8:7.

ამის შემდეგ “კლერმონი” ათამაშდა, სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მაღალი დონის რაგბი აჩვენა. ფრანგები კარგად შლიდნენ შეტევებს ფლანგზე და უპირატესობის მოპოვებას სისწრაფით ცდილობდნენ. ქართველებმა თავდაუზოგავი დაცვით მათი მიძალებების შეჩერება შეძლეს. ტაიმის ბოლოს ფრანგებმა მოკლე დარტყმებით იარეს, ფლანგზე მეტობა რომ შექმნეს თამაში გაშალეს, ორი მოიერიშის შეჩერება მოხერხდა, მაგრამ შარდონმა მიზანს უწია და დუბლი შეასრულა. ამ ლამაზი ლელოს შემდეგ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი სტუმრებმა 18:8 მოიგეს.

მეორე ტაიმის 20 ქულა

მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია შეიცვალა. საქართველოს ნაკრები თამაშს თითქმის მთელი 40 წუთი აკონტროლებდა. ცვლილებებმა და მიღებულმა დავალებებმა “ბორჯღალოსნებს” სათამაშო უპირატესობასთან ერთად შედეგიც მოუტანა. მოკლე დარტყმებით და მოლით შეტევების შემდეგ, მოლს ოთო გიორგაძე მოსწყდა და შარდონის დუბლს თვითონაც დუბლით უპასუხა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ტაიმის შუაში საქართველოს ლამაზი კომბინაცია მორიგი ლელოთი დასრულდა – ბექა გორგაძემ ხაზი კარის წინ, ცენტრის სიახლოვეს გაჭრა და დაახლოებით 20 მეტრი იარა, შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, სადაც ირაკლი სვანიძემ მაღალ სიჩქარეზე მიიღო გადაცემა, ფრანგ მცველებს შორის სუფთად გაძვრა და ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო – 18:18.

საქართველოს ნაკრები ისე გათამამდა, რომ კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმით დაწინაურების ნაცვლად, ბურთი აუტში გაგზავნა, დერეფნიდან შეუტია, ხაზი ორჯერ გაიჭრა, მესამე ჯერზე ნიკა სიმონიშვილი ხაზის სიახლოვეს შებოჭეს, მაგრამ ქართველმა ბურთის ჩათვლის მოედანში გადადება მოახერხა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მალე ჯარიმით ანგარიში 28:18 გახადა. სულ ბოლოს “კლერმონმა” ერთი გაიბრძოლა, მაგრამ ბოჭვებისას ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე ნაკრების წევრებმა მეტოქეს სივრცეები შეუზღუდეს და ფრანგები შინ გაბრუებული გაისტუმრეს – 28:18.

ამ მატჩით დასრულდა 20-წლამდელთა მორიგი შეკრება. გუნდი 26 აპრილს კვლავ შეიკრიბება და ტურნირზე გამგზავრებამდე ბოლო შეკრებას გაივლიან. “ბორჯღალოსნები” პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 6 მაისს მიემგზავრებიან, ხოლო უშუალოდ ტურნირში 12 მაისიდან ჩაებმებიან.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015

შეგახსენებთ, რომ ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ

16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი რუს მეტოქეზე: “ეგონა, რომ მომიგებდა და “გამარჯობაო” ქა

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა 8 დეკემბერს საერთაშორისო ტურნირი “TOP 8” მოიგო. ტურნირში მსოფლიოს გამორჩეული მკლავჭიდელები [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცინდაოს მასტერსზე

12-14 დეკემბერს ძიუდოში 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირი, ცინდაოს მასტერსი გაიმართება. ჩინეთში გასამართ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: რუსეთი ყველა სპორტის სახეობაში 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსეთი ყველა დიდ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს ნიშნავს იმას, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გუჯეჯიანი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ლაშამ დაწერა”

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ლაშა ბექაურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე – ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო

ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა იტალიის ქალაქ ტურინში გამართული გრან პრი ტრიუმფით დაასრულეს. მარია კაზაკოვამ და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “გაუგებრობა იყო, არაფერი არ მომხდარა”

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა პოლიციის მხრიდან მისი ცემის ფაქტი უარყო. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “შემათრიეს ოთახში, ათზე მეტი იყვნენ, მაგინებდნენ და მირტყამდნენ”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. 19 წლის სპორტსმენის თქმით, მას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ანონსი – კრივის საღამო

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება! ირლანდიელის მორიგი ბრძოლის თარიღი ცნობილია

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება. 31 წლის სპორტსმენი UFC 246-ის ეგიდით, ლას ვეგასში ამერიკელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ჩვეულებრივი ლაწირაკი ბავშვები” – ზაზა ნადირაძე ივანიშვილის ხატით აქციაზ

რამდენიმე დღეა, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში აქციები მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პროტესტი ...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოიყურება რუსი ტანმოვარჯიშე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრი გახდა (ფოტო)

ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. მან გასულ ზაფხულს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფედერერი – ზვერევის დაპირისპირებამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ESPN-ის მიერ დადასტურებული ცნობის თანახმად, მექსიკაში ჩატარებულ ფედერერისა და ზვერევის დაპირისპირებას საჩოგბურთო მატჩისთვის რეკორდული ოდენობის [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატზე. უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰაკუჰოს ჟესტი ტამავაშისთან შეხვედრაში (ვიდეო)

17 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს ლეგენდარული ჰაკუჰო ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია: ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს

უცხოურ პრესაში ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლევან გორგაძემ ბოლო ორთაბრძო...
წაკითხვა