მეოთხედფინალის რეპეტიცია – დინამო – ოლიმპი

თარიღი: აპრილი 5, 2014

რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა “დინამომ” ბოლოსწინა ადგილზე მყოფი “ოლიმპი” დაამარცხა. საბოლოო შედეგის გამოცნობა ძნელი არ იყო – დინამოელებს რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დასაკავებლად დარჩენილი 2 შეხვედრის მოგება სჭირდებათ და ერთ-ერთ აუტსაიდერს რომ დაამარცხებდნენ, მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა დასაწყისში მეტოქე დიდად არ შეავიწროვეს და შესაბამისად, ლაღი თამაში მიდიოდა. ოლიმპელები თავდაპირველად დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხედის ბოლომდე ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. პერიოდი “დინამომ” 24:20 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობას ნელ-ნელა, მეთოდურად ზრდიდა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, ვითარება არ დაძაბულა.

გამარჯვებულებს 21 ქულით ბესო ლეჟავამ ულიდერა, ქიენ კარტერმა კი ორმაგი დუბლი – 18 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. ორმაგი დუბლი ჰქონდა სტევან მილოშევიჩსაც – 12 ქულა და ამდენივე მოხსნა, სერბმა მილოშ პეშიჩმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. ოლიმპელთაგან 13 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ნოდარ თენიეშვილი, რიჩარდ მათიაშვილმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ამ მატჩის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გაირკვა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ რაუნდში შეხვდებიან.

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური 11 და 12 აპრილს ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მამუკა ტურაშვილი(,,დინამოს’’ მწვრთნელი): კარგი თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, დაცვაში კონცენტრაცია გვაკლდა, თუმცა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ. ,,ოლიმპმა’’, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალს თამაშობს, ახალაგზრდა მოთამაშეები დაზოგა. ვიცოდით, რომ პლეი ოფშიც ,,ოლიმპი’’ იქნებოდა ჩვენი მეტოქე და ვემზადებოდით ამ თამაშისთვის.  პირველი ადგილი განაღდებული გვაქვს, ,,ქუთაისთან’’ დაგვრჩა ერთი შეხვედრა და შევეცდებით, წარმატებულად ვიასპარეზოთ. მინდა აღვნიშნო, რომ ორკვირიანი შესვენებები გუნდზე ძალიან ცუდად მოქმედებს, სასურველია, მეტ შეხვედრას ვატარებდეთ.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ვეთანხმები მამუკას, რომ ძალიან ცოტა თამაშის ჩატარება გვიწევს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ,,დინამო’’  ფავორიტია და საჩემპიონო ამბიცია აქვს,  წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვიშნე, რომ ჩემი გუნდისთვის იქნებოდა კარგი გამოცდილება ასეთი ძლიერი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში. ,,დინამო’’ პლეი ოფშიც ჩვენი მეტოქე იქნება და მაქსიმალურად შევეცდებით, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.

ქიენ კარტერი(,,დინამო’’): 2 კვირიანი შესვენების შემდეგ მოშვებულებმა დავიწყეთ თამაში და პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა მეორე ნახევარში მობილიზებულები გამოვედით, უკეთ ვითამაშეთ, სროლებიც წაგვივიდა და გამარჯვება მოვახერხეთ.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა