მეოცედ 20 ქულით!

თარიღი: მარტი 10, 2018

ბორჯღალოსნებმა ‘დათვებად’ წოდებული რუსეთის ნაკრებს 22-ე შეყრაზე მეოცედ მოუგო და მერვე სტუმრობაზე მეტოქე სარეკორდო სხვაობით დაამარცხა – 29:9! რუსებმა რაგბში ქართველებთან გამარჯვება ერთადერთხელ, შორეულ 1993 წელს პირველ შეხვედრაში, სოპოტში (პოლონეთი) მოიპოვეს, მას შემდეგ მეოთხედი საუკუნე მიილია და აქტივში ერთადერთი ფრეღა ჩაიწერეს (2002), ბოლო 17 თამაში კი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

 

ბორჯღალოსნები ციფრებში

 

 

2013 წლიდან მეტოქეს მათსავე მიწაზე მესამედ შევხვდით და მესამედ გავზარდეთ სტუმრად მოგებათა სხვაობა – 2013 წელს იყო 23:9 (14 ქულა), 2016 წელს 24:7 (17) და ამჯერად 29:9 – 20 ქულა. ‘დათვებს’ გასვლაზე მეორედ გავუტანეთ 4 ლელო. მანამდე, იმავე კრასნოდარში, რუსებისთვის გატანილი გვქონდა 4 ლელო,  ურთიერთშეხვედრების 22-მატჩიან ისტორიაში კი, საუკეთესო მაჩვენებელი 2-ჯერ გვქონდა – 6-6 ლელო 2006 და 2012 წლებში თბილისში.

 

ეს ყველაფერი კლასში არსებული სხვაობის მაჩვენებელია და ბორჯღალოსნებმაც გადამწყვეტი უპირატესობა დიდი გუნდების დარად, დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს.

 

კრასნოდარში მე-80-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, 50-ე მიხეილ ნარიაშვილმა, მე-40-ე ლაშა ლომიძემ და 30-ე კახა ასიეშვილმა. ჩვენმა ცენტურიონებმა – მერაბ კვირიკაშვილმა და დავით კაჭარავამ კეპების რაოდენობა თითო-თითოთი გაზარდეს და „მეკო“ 109 თამაშით მსოფლიოში 31-ე ადგილს ირლანდიელ რორი ბესტთან, სამხრეთ აფრიკელ ჟან დე ვილერსთან, შოტლანდიელ კრის პატერსონთან და ახალ ზეანდიელ ქიარან რიდთან იყოფს, ხოლო „კაჭი“ 108 თამაშით 32-ეა.

 

მძიმე დასაწყისი

 

 

კრასნოდარი თამაშს წვიმითა და ქარით დახვდა და მეორე ტაიმის დასაწყისში სეტყვაც ჩამოყარა. შედეგად, ტრიბუნებზე მაყურებლის მცირე რაოდენობა მივიდა და სასიამოვნოა, რომ მათი უმეტესობა ქართველები იყვნენ.

 

რუსებმა ტაქტიკად ფეხით თამაში აირჩიეს, იმ იმედით, რომ ქართველ უკანახაზელებს სველი ბურთის დაჭერა გაუძნელდებოდათ. ბურთი არ დაგვიკარგავს, მაგრამ ამან პირველ ტაიმში პრობლემები მართლაც შექმნა და მასპინძლებმა დროის უმეტესი ნაწილი ჩვენს ნახევარზე გაატარეს.

 

ანგარიში რუსებმა კუშნარიოვის ჯარიმით გახსნეს, რის შემდეგაც ბორჯღალოსნებმა ტემპს უმატეს და მეტოქეს პრობლემები შეუქმნეს. ჯარიმა კარში არ დავარტყით და 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოკლე ფრთაზე შალვა მამუკაშვილმა შეუტია, მაგრამ აუტში გადაიყვანეს. ხმალაძემ ჯარიმები შემდეგ ორ ეპიზოდშიც აუტში გადაიტანა, ამჯერად მოლმა 5 მეტრი დაფარა და ლელო ანტონ ფეიქრიშვილმა გაიტანა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა.

 

 

შესვენებამდე დარჩენილ დროში რუსებმა ჩვენი შეცდომებით კიდევ ორჯერ ისარგებლეს და კუშნარიოვმა სხვაობა ჯერ მინიმუმამდე დაიყვანა, მერე მასპინძლები დააწინაურა და ტაიმი 9:7 დასრულდა.

 

3 ლელო 15 წუთში

 

ბუნებრივია, ასეთ სიტუაციას ბორჯღალოსნები არ შეეგუენ, მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე ორჯერ დაძრეს მოლში, მეორე ჯერზე მასპინძლები კარის წინ 15 მეტრში დაჯარიმდნენ და 100%-იანმა მათიაშვილმა უპირატესობა დაგვიბრუნა. მეორე ტაიმში ინიციატივას ბორჯღალოსნები კი ფლობდნენ, მაგრამ მეორე ლელო 66-ე წუთზეღა, სუფთად ქართულ სტილში გავიდა.

 

 

რუსები 22-ში მათსავე შერკინებაში დავაჯარიმეთ, დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ, მოლმა 5 მეტრი სწრაფად დაფარა და კახა ასიეშვილმა, რომელმაც წელს ბორჯღალოსნების კვართი პირველად მოირგო, მე-4 სანაკრებო ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და სხვაობა 8-ქულიანი გახადა.

 

72-ე წუთზე მოლი კიდევ ერთხელ დადგა და ამჯერადაც თავი შეცვლაზე შესულმა მოთამაშემ გამოიჩინა. მოლი დაახლოებით 10 მეტრიდან დაიძრა, 5 მეტრის გავლის შემდეგ ის დაიშალა, ბურთიანმა მიხეილ გაჩეჩილაძემ შალვა სუთიაშვილის დახმარებით შეუტია და მათიაშვილი გარდასახვიდან არც ამჯერად შეცდა – 24:9.

 

მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და დასკვნით წუთებში ბორჯღალოსნებმა ლელო ლამაზ სტილში დადეს. ვასილ ლობჟანიძემ რაქიდან გამოტანილი ბურთი ლელოში ფეხით შეაცურა, მას ერთბაშად ორი მიყვა – ანზორ სიჭინავა და მერაბ კვირიკაშვილი და „მეკომ“ 109-ე მატჩში მე-17 ლელო გაიტანა. მას მონაგარის კიდევ 2 ქულით გაზრდაც შეეძლო, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო და საქართველომ რუსეთი მე-20 ჯერზე ბონუსით, 20 ქულის სხვაობით დაამარცხა – 29:9.

 

 

წინ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩია, 18 მარტს, 16 საათზე ბორჯღალოსნების რაგბი ევროპის და ანთიმოზ ივერიელის თასების დასაბრუნებლად დინამოზე რუმინეთს ერკინებიან. მატჩის ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugbyხოლო დინამო არენას სალაროებში ბილეთები 12 მარტიდან ყოველ დღე 11-დან 19 საათამდე გაიყიდება



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა