მეფამი: “ამდენი კლუბის უარის შემდეგ, სერიოზულად ვფიქრობდი მებაღეობაზე”
“ბორნმუთის” რიგებში მოთამაშე ქრის მეფამმა პრესასთან საუბრისას გაიხსენა, თუ რამდენად დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ლონდონის “ჩელსის” აკადემიაში. უელსელი ფეხბურთელი “ალუბლებში” 2019 წლის იანვარში 15 მილიონ ევროდ ჩაირიცხა.
“ჩემ მშობლებს ვუთხარი, რომ ბარგის ჩალაგება მინდოდა. არ მინდოდა სულ იმის სმენა, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი,” – აცახდებს მეფამი, რომელიც “ჩელსიმ” პირველად 14 წლის ასაკში გაუშვა.
“ჩელსის” ფიკაიო ტომორი და ჯეიკ კლარკ-სალტერი ჰყავდა, რომლებსაც ყოველ კვირა ათამაშებდნენ. დროს მუდამ სათადარიგოთა სკამზე ვატარებდი.
სეზონის მიწურულს მათ მითხრეს, რომ, სამწუხაროდ, ჩემი და “ჩელსის” გზები უნდა გაყრილიყო. ისინი მხარს მიჭერდნენ, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ აქ საკმარის სათამაშო დროს ვერ მივიღებდი.
შემდეგ “უოტფორდში” ამიყვანეს სინჯებზე. ექვსი კვირის გასვლის შემდეგ მითხრეს – “ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც გვყავს. შენ შემთხვევაში საქმე ასე არ არის.” გავიფიქრე, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.
კიდევ უფრო რთული იყო ბავშვობის კლუბისგან (“ქპრ”) მიღებული უარი. მე და მამაჩემი სეზონურ ბილეთებს ვფლობდით. ექვსკვირიანი სინჯები ორ კვირაში დასრულდა – მითხრეს, რომ განსაკუთრებული არაფერი გამაჩნდა.
ყოველივე ეს ძალიან რთულად მივიღე. ბიძაჩემს მებაღეობის ბიზნესი ჰქონდა, რომელიც ჩემ ოჯახს გადმოეცა. ამდენი უარის მიღების შემდეგ ძალიან სერიოზულად ვფიქრობდი მებაღეობაზე,” – აცხადებს მეფამი.