ეგვიპტელი მერი საჩუქრის სახით სალაჰს მექაში მიწის ნაკვეთს გამოუყოფს
ინგლისის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ, მუჰამედ სალაჰს, მუსლიმთა წმინდა ქალაქის (მექა, სადაც დაიბადა მუჰამედი) მერი წმინდა მიწის ნაკვეთს სთავაზობს.
როგორც იცით, 25 წლის ფეხბურთელს ბევრი ექსპერტი მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენად მიიჩნევს. მისი ლიდერობით (41 გოლი 2017/18 წლების სეზონში) “ლივერპული” წარმატებულ სვლას განაგრძობს და დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავა.
“მიწა მისია და მას რამდენიმე ვარიანტი აქვს. ყველაფერი ფეხბურთელსა და რეგულაციებზეა დამოკიდებული. თუ მას მიწის ფლობის უფლება აქვს, ეს მისია. მას ნებისმიერი მიზნით შეუძლია ამ მიწის გამოყენება, თუნდაც საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნისთვის, ან გასაყიდად,” – აცხადებს ალ რუქი.
ალ რუქის ცნობით, მან ეს ნაბიჯი სპეციალურად გადადგა, რათა ახალგაზრდებში ინსპირაცია გაეღვივებინა და მათ მოტივაციად მოჰამედ სალაჰის მაგალითი ექცია.