მექსიკაში მოპარული ევროპა ლიგის ორიგინალი თასი დაბრუნებულია

თარიღი: აპრილი 21, 2018

გასულ კვირას ევროპა ლიგის თასი მექსიკის ქალაქ ლეონ დე ლოს ალიდამას ეწვია, საიდანაც ის ადგილობრივი ბანდის წევრებმა მოიპარეს. ამ ინფორმაციას წამყვანი ევროპული გამოცემებიც ადასტურებენ. საბედნიეროდ, სამართალდამცავებმა ტიტული ორი დღის შემდეგ დააბრუნეს.

ევროპა ლიგის თასის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობა კომპანია FedEx-ის იდეა გახლავთ. მექსიკელებმა თასის მოპარვა მაშინ შეძლეს, როდესაც მას სპეციალური ავტომანქანით გადაადგილებდნენ ქალაქში.

უეფა ამტკიცებს, რომ ორიგინალი თასი მუდამ მათთან ინახება და ჩემპიონებს რეპლიკა გადაეცემათ, მაგრამ PGJE-ს ცნობით, თასი, რომელიც მექსიკელებმა გაიტაცეს ორიგინალი იყო.

მსგავსი სიახლეები