მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც იცით, ქართველი მოკრივე აშშ-ში კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუგარდეს.
გთავაზობთ მერაბ დვალიშვილის განცხადებას:
ავთო ხურციძის მეგობრების, ახლობლებისა და გულშემატკივრების საყურადღებოდ!
ადვოკატი ითხოვს 50 000 დოლარს საქმეში. ავთოს კიდევ შეფარდებული აქვს გირა (30 000 დოლარი). დღეს ბანკში ავთოს პირადი ანგარიში გაყინულია და მას თავის კუთვნილ თანხაზე ხელი არ მიუწვდება. იმისატვის, რომ ადვოკატმა საქმე გააგრძელოს და ავთო დროულად გაათავისუფლოს, საჭიროა, მინიმუმ, ადვოკატისათვის 25 000 დოლარი და გიორაო სრულად – 30 000 დოლარი.
საჭიროა ჩვენი დახმარება და თუ ვინმეს გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ დაუდგეთ გვერდში ავთანდილ ხურციძეს. ამიტომ, მასთან შეთანხმებით, სპეციალურად გავხსენი ბანკის ანგარიში ამ ყველაფრისათვის. ის მალე უნდა დაუბრუნდეს სპორტს და კიდევ ბევრჯერ მოუტანს ჩვენს ქვეყანას სახელს და ბევრ სიხარულოს ქომაგებს.
საბანკო რეკვიზიტები: Bank of America account #
483067981365
Wire Routing #
026009593. merab dvalishvili.