მერაბ დვალიშვილი: ‘განაწყენებულმა მეპატრონემ დაგვირეკა, ახლა ახალ სახლს ვეძებთ’
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გუშინ საქართველოში მეგობრებთან და MMA-ს ვარსკვლავებთან – ალ იაკინტასთან და ალჯამეინ სტერლინგთან ერთად ჩამოვიდა. მერებმა სტუმრებისათვის სახლი წყნეთში იქირავა, თუმცა როგორც გაირკვა, მათ პრობლემები შეექმნათ.
დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახლა ის ახალ სახლს ეძებს:
“წყნეთში გვაქვს ნაქირავები ძალიან კარგი სახლი… გუშინ აეროპორტიდან როცა მივედით სახლში, გარეთ მდგარი ტენისის მაგიდის დროებით სახლში შეტანა გადავწვიტეთ და 15 წუთი თამაში ძილის წინ… მაშინვე დაგვირეკა განაწყენებულმა მეპატრონემ. გვითხრა წესები დავარღვიეთ… ბოდიში მოვიხადეთ, მაგრამ არ შველის და aხლა ვეძებთ ნებისმიერ სამოთახიან სახლს ან ბინას სასურველია ქალაქში. თუ იცით ვინც აქირავებს 6 დღით გთხოვთ მომწერეთ”, – წერს დვალიშვილი.