მერაბ დვალიშვილი: “ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთე”
15 სექტემბერს, ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მერაბმა მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე ამერიკელი ტერიონ ვეარი დამაჯერებლად დაამარცხა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპორტსმენი Fanebi.Com-ს ესაუბრა. დვალიშვილმა აღნიშნა, რომ მან ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთა და ჭკვიანურად იჩხუბა. ასევე, ქართველმა მებრძოლმა კომენტარი შონ ომალიზეც გააკეთა, რომელიც მან ვეართან გამარჯვების შემდეგ გამოიწვია.
“ბრძოლის ასეთ მიმდინარეობას ველოდი, რადგან კარგ ფორმაში ვიყავი და ჯანმრთელობის პრობლემაც არ მქონია. შესაბამისად, ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთე, რისკის გარეშე, ჭკვიანურად ვიჩხუბე. რაც შეეხება შონ ომალი, ის UFC-ის ერთ-ერთი ვარსკვლავია, დაუმარცხებელია. მეც ძლიერთად მინდა ვიჩხუბო, რომ UFC-ში სახელი მოვიხვეჭო. პოპულარულ მებრძოლთან დაპირისპირებით ჩემს ქვეყნაას უფრო დიდ სახელს მოუტანს”, – ამბობს მერაბ დვალიშვილი.