მერაბ დვალიშვილი: “რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს, დღემდე ომში ვართ!”
UFC-ის მებრძოლმა დვალიშვილმა საჯაროდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს.
ქართველი მებრძოლი The Schmozone Podcast-ში იყო მიწვეული, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა.
“არსებობს კავკასიონის მთები. საქართველო ამ მთების მარცხენა მხარესაა, ხაბიბის ქვეყანა კი მთის მარჯვენა მხარესაა. ჩვენ ერთი არეალიდან ვართ. ხაბიბი დაღესტანიდაა, დაღესტნის გვერდზე კი ჩეჩნეთია.
ჩვენ ქვეყანას რუსეთი ესაზღვრება. რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს. ჩვენ ჩვენი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, არ გვინდა რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ვიყოთ. გვაქვს საკუთარი ენა და დამწერლობა. რუსეთთან დღესაც ომი გვაქვს და ვცდილობთ, საკუთარი თავი დავიცვათ. ჩვენ 5 მილიონი ვართ, რუსეთში კი 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისინი კარგად არ იქცევიან”, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბს აქამდეც არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ რუსეთი ოკუპანტია.