მერაბ დვალიშვილი: “ცუდი და კარგი ყველგანაა, მაგრამ ყველამ ვიცით, ვინ არიან რუსები”

თარიღი: მარტი 9, 2021

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

პირველ რიგში, მერაბი ალჯამეინ სტერლინგსა და რუს პიოტრ იანს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

MMA-ს წესებზე:
“MMA-ში ბევრი შეზღუდვაა, ეს არ არის ბრძოლა წესების გარეშე, ეს არის შერეული საბრძოლო ხელოვნება. ამ სპორტს ჰყავს თავისი მსაჯთა კომისია, რომელიც ადგენს წესებს და ავლენს გამარჯვებულს. წესებით, მკაცრად აკრძალულია თვალში თითის ჩარტყმა, ასე რომ ვთქვათ. არ შეიძლება კბენა, კეფის არეში დარტყმა, უხერხულ არეში ამორტყმა. როცა ადამიანი წაქცეულია, ფეხის ამორტყმა არ შეიძლება. როცა მეტოქე მუხლზეა, ფეხის სახეში ჩარტყმა არ შეიძლება. ეს ყველა მებრძოლმა ვიცით და ამ წესებს ვემორჩილებით. პიოტრ იანმა წესები აქამდე ჩატარებულ ბრძოლებშიც ბევრჯერ დაარღვია და ასე მოხდა ახლაც.”

სტერლინგი-იანის ბრძოლაზე:
“ბრძოლის დამთავრებამდე რაუნდზე მეტი იყო დარჩენილი. არავინ იცის, რა მოხდებოდა. შეიძლება, მტკივნეული ილეთი გაეკეთებინა ან ერთს ან მეორეს. ათასი რამ შიძლება მომხდარიყო. ალჯამეინ სტერლინგი მუხლებზე იყო და იანმა სახეში ჩაარტყა მუხლი. რა თქმა უნდა, ეს იყო აკრძალული ილეთი. ალჯამეინი ამას არ ელოდა, რადგან ასეთ დროს დარტყმა არ შეიძლება და თავს დაცულად გრძნობდა. მან ისეთი დარტყმა მიიღო, ფეხზე რომც ამდგარიყო და ბრძოლა გაეგრძელებინა, ისეთი ჯანმრთელი ვეღარ იქნებოდა, როგორიც იქამდე იყო. მსაჯთა კომისიამ გადაწყვიტა, რომ წესების დარღვევის გამო, იანს ჩაეთვალა წაგება, სტერლინგს – მოგება. შესაბამისად, მოგებულს გადასცეს ჩემპიონის ქამარი. იანი, რუსი სპორტსმენი, არის წესების დამრღვევი, რომელმაც გააკეთა ძალიან არასწორი რამ MMA-ში. ჩემი მეგობარი სტერლინგი მას შეხვდება რემატჩში და გაირკვევა, ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ არის მართლა ძლიერი. ეს არის სპორტი, ეს არ არის ქუჩა და აქ უნდა დავემორჩილოთ წესებს. პროფესიონალმა მებრძოლმა და, მითუმეტეს, ჩემპიონმა, აკრძალული ილეთი არ უნდა გამოიყენოს.”

შეურაცხმყოფელ კომენტარებზე:
“თქვენი აზრი შეგიძლიათ გქონდეთ, მაგრამ ჩემს პირად გვერდზე რომ შემოდიხართ და მილანძღავთ ჩემს მეგობარს… თქვენგან არის უფრო საწყენი, ქართველებისგან. მეგობრები ვართ, ქუჩაში შევხვდებით, რესტორანში შევხვდებით, სუფრაზე შევხვდებით, საერთო ნაცნობები გვყავს, ბევრს გიცნობთ, ერთ დარბაზში გვივარჯიშია. ასეთი აგრესია, ასეთი ბოღმა… შეგიძლიათ თქვენი აზრი გქონდეთ, მაგრამ მე ნუ მატერორებთ. მე ვამაყობ ჩემი მეგობრით და მას არაფერი სასირცხვილო არ გაუკეთებია. ნეგატიურ კომენტარებშიც ვეძებ რაღაც პოზიტიურს, რათა ის გავითვალისწინო, მაგრამ შეურაცხყოფის მოყენება, რა თქმა უნდა, გულსაწყვეტია, განსაკუთრებით ქართველისაგან.”

პიოტრ იანსა და მის ფანებზე:
“ნახავდით, ჩემს ინსტაგრამზე რუსების შემოტევაა. იმდენ უმსგავსო კომენტარს მიტოვებენ… კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი ნამდვილი სახე. იანმა წესები დაარღვია, არასწორად მოიქცა და კიდე აქეთ იქაჩებიან. ყველგან არის ცუდი და კარგი, მაგრამ სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, ვინ არიან რუსები. იანი ცინიკურ, დამცინავ კომენტარებს აკეთებს, რაც ჩემპიონისთვის შეუფერებელი საქციელია.”

საკუთარი მომდევნო ბრძოლის შესახებ:
“ჩემი ბრძოლა იქნება ორ თვეზე ნაკლებში და მალე გაიგებთ ამის შესახებ. დავაანონსებ. კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მაგრამ მოწინააღმდეგეს ჯერ არ მოუწერია. ერთი სიტყვით, მალე გაიგებთ სიახლეს.”

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “წელიწად-ნახევარია ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს”

15 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასთან გამარჯვება შვილს მიუძღვნა (ფოტო)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასის დამარცხებით?

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი დაამარცხა!

რამდენიმე წუთის წინ დაასრულდა ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და სტეფანოს ციციპასს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მიყვარხარ, საქართველო!” – ქირიამ გამარჯვების შემდეგ ქართველებს მიმართა

ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ One Championship-ის მსოფლიო გრან პრიზე პირველი შეხვედრა გამართა. ქირია მეოთხედფინალურ ეტაპზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დავით ქირიას ბრწყინვალე გამარჯვება – ქართველმა მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა! (

ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ One Championship-ის მსოფლიო გრან პრიზე პირველი შეხვედრა გამართა. ქირია მეოთხედფინალურ ეტაპზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დათუნაშვილი: ‘გეგა გეგეშიძე სერბეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მივიდა და უთხრა…&

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის გარშემო არსებულ ვითარებაზ...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის გრან სლემზე

16-17 ოქტომბერს ძიუდოში პარიზის გრან სლემი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 48 ქვეყნის 293 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დათუნაშვილი: “ორი წლის წინ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი”

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ დათუნაშვილი: “ახლა მეფე მე ვარ”

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა 87კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სერბეთის პრეზიდენტი: ‘დათუნაშვილმა მთელი ერი გაახარა!’

სერბეთის პრეზიდენტი ალეკსანდარ ვუჩიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა. როგორც იცით, წარმოშობით ქართველმა ბერძნულ-რომაულ...
წაკითხვა
სხვადასხვა

“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!” – დათუნაშვილი გამარჯვების შემდეგ (ფოტო)

10 ოქტომბერს სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 87კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა მსოფლიო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დაბადების დღეს გილოცავ, დედოფალო!” – ლაშა ბექაური დარია ბილოდიდს (ფოტო)

დღეს, 10 ოქტომბერს, უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი 21 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენს დაბადების დღე ლაშა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “ამ ჟესტს გუშინ შემპირდა” (ფოტო, ვიდეო)

9 ოქტომბერს, ძიუდოში, იტალიაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული -100კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე გახდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მგონი, პატივისცემას ვიმსახურებ” – ხაბიბთან სცენაზე ფანი შეიჭრა (ვიდეო)

MMA-ს ყოფილი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამომსვლელის რანგში იმყოფებოდა. საუბრის დასასრულს, როცა […]...
წაკითხვა