მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა (ფოტო, ვიდეო)
აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში UFC Fight Night 167-ის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა მერაბ დვალიშვილმა. ქართველი მებრძოლი კეისი კენის დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით, მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა.
დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. კენი TOP 15-ში შემავალი სპორტსმენია. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ამ მოგებით მერაბმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, ახლა ის რეიტინგში დაწინაურდება და წონის საუკეთესო 15 მებრძოლს შორის მოხვდება. ამის შემდეგ, მას წონის წამყვან სპორტსმენებთან შეხვედრების ჩატარება უფრო მარტივად შეეძლება.
მერაბს UFC-ში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში სამი გამარჯვება და ორი მარცხი მოუგროვდა.
Merab Dvalishvili is a testament to how far mandatory MMA qualities can take you – even in a deep division. The Georgian's all aggression, athleticism, cardio, and toughness with the best base of all: wrestling. Here are six of 12 takedowns he hit on Casey Kenney. #UFCRioRancho pic.twitter.com/3QrHSHMHEK
— Kyle Johnson (@VonPreux) February 15, 2020