მერაბ შარიქაძე: “იმედი მაქვს, ჩვენი განვითარება გაგრძელდება”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის ნაკრებთან მარცხის (23:10) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“უკეთესი თამაში იყო, ვიდრე უელსთან. შეტევაშიც და დაცვაშიც უკეთესად ვითამაშეთ. ვფიქრობ, გუნდი ვითარდება, ბევრს ვსწავლობთ და იმედი მაქვს, ჩვენი ზრდა და განვითარება გაგრძელდება. რაც შემეხება მე, კარგად ვარ. არც მინდოდა მოედნიდან გასვლა, მაგრამ მომიწია, წესები არის ასეთი. არც გაამეორეს ეს მომენტი. რეალურად, თავში მომხვდა და მსაჯებმა გაატარეს მარტივად. შეიძლებოდა, მეტოქისათვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინათ.
კვესელაძემ ფანტასტიკური ლელო დადო. ის დიდი ტალანტია და შეძლო, ეს ამ ლელოში ბოლომდე გამოეჩინა. შეიძლებოდა, ეს თამაში ისე დასრულებულიყო, რომ კიდევ გაგვეტანა ორი ლელო. კარგია, რომ ქულები მოვიპოვეთ და იმედი მაქვს, შემდეგ თამაშზე უფრო მეტს შევძლებთ”, – განაცხადა შარიქაძემ.
ფოტო: rugby.ge