მერაბ შარიქაძე: ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ველით

თარიღი: სექტემბერი 18, 2015

მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პირველ მატჩამდე 24 საათზე ნაკლები დრო რჩებგა. ტონგასთან მატჩის წინა დღეს „ბორჯღალოსნებმა“ „ქინგსჰოლმ სთედიუმზე“ ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, გუნდმა 35 წუთის განმავლობაში ივარჯიშა და ხვალინდელ შეხვედრამდე მოთელა მინდორი.

ვარჯიშის შემდეგ, ტრადიციულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მილტონ ჰეიგი, შალვა მამუკაშვილი და მერაბ შარიქაძე ესაუბრნენ.

მილტონ ჰეიგი:

– ძლიერი შერკინების გარდა რას დაუპირისპირებთ ხვალ ტონგას?

– მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ჩვენ მხოლოდ მორკინალებზე აღარ ვართ დამოკიდებულნი და ბურთის გათამაშება უფრო ვრცელ არეალში შეგვიძლია. ოთხი წლის მანძილზე ამის მიღწევა ადვილი არ ყოფილა, ახლა კი ვგრძნობთ, რომ მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. სარაგბო უნარები, ტაქტიკა და ტექნიკა განვავითარეთ და ეს სწორედ ის არის, რაც ახლა გვჭირდება. ბურთით მხოლოდ მორკინალები აღარ ირბენენ.

– „ბორჯღალოსანთა“ ყველაზე გამოცდილი გუნდის მნიშვნელობა ტონგას წინააღმდეგ…

– ამ დონის ტურნირზე გამოცდილება მთავარ როლს თამაშობს. ჩვენი ოთხწლიანი გეგმა მიზნად საშუალოდ 30-კეპიანი მოთამაშეების შეკრებას ისახავდა. საბედნიეროდ, ჩვენი შედეგი დასახულ მიზანს გასცდა და დღესდღეობით სანაკრებო კეპების საშუალო რაოდენობა გუნდში 45-ია. ნაკრებში ახალგაზრდა მორაგბეებიც გვყავს, ერთ-ერთი მათგანი ჰავბექი ვასილ ლობჟანიძეა, რომელიც ხვალ მსოფლიოს თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც რაგბის კარგად თამაშობ და ჩვენს ახალწვეულებზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

– რომელი ტონგელი შეუქმნის „ბორჯღალოსნებს“ დისკომფორტს?

– დიდია, მასიური და კვართზე 7 აწერია – ნილი ლატუ. ის ტონგელთა შეტევების და თამაშის შემკვრელი და ინიციატორია. მთლიანად ნაკრები ძალიან კარგი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. ძალიან გამოცდილი მოთამაშეები არიან ფეტუჰუ ვაინიკოლო და სიალე პიატაუს. ორივე მორაგბეს ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი და კარგად ვიცნობ ამ ბიჭებს, ძალიან მაგარი მორაგბეები არიან. ჩვენი მთავარი გამოწვევა ხვალინდელ თამაშზე, კარგი რაგბის ჩვენება იქნება, რადგანაც ტონგა ფავორიტია, ჩვენ კი – მათთან არაერთხელ დამარცხებული გუნდი.

– რამდენად მნიშვნელოვანია თამაშის წინ სიმშვიდის შენარჩუნება?

– ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. პირველ 10 წუთში მატჩს ვერ წააგებ, მაგრამ თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ, შანსებს გაუშვებ ხელიდან. სწორედ ამიტომ, ასეთ მომენტებში გამოცდილება მთავარ როლს ასრულებს. დაძაბულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მთავარი მნიშვნელობა მოედანზე თამაშის სწორ ადგილას წარმართვას მიენიჭება.

შალვა მამუკაშვილი:

– ტონგასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანეთ?

– გასული წლის ნოემბერში ვეთამაშეთ ტონგას. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან და ბურთსაც კარგად ფლობენ. ამჯერად ჩვენი თამაში დაცვაში უნდა განვავითაროთ და შეტევაზე გადავიდეთ, რადგანაც მხოლოდ კარგი დაცვით თამაშს ვერ მოვიგებთ.

– რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოზე თამაში?

– ჩემთვის ეს ოცნება იყო, რომელიც ახდა. ეს ყველა მორაგბის უდიდესი ოცნებაა. ბევრი პროფესიონალი მორაგბე ვიცი, რომლებსაც მსოფლიოს თასზე თამაშის შესაძებლობა არ მისცემიათ.

მერაბ შარიქაძე:

– ტონგასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანეთ?

– თუ ჩვენ ბურთს დიდხანს შევინარჩუნებთ, ამით ტონგელებს საქმეს გავურთულებთ. თუ ჩვენ შეტევაზე გადავალთ, მათ დაცვის გაძლიერება მოუწევთ.

– რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოზე თამაში?

– ეს ისეთი რამ არის, რისი მიღწევაც ყველა მორაგბეს არ შეუძლია. მსოფლიოში მილიონობით მოთამაშეა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ხვდება მსოფლიოს თასზე. ასეთ დროს თავს განსაკუთრებულად გრძნობ, დიდი პასუხისმგებლობაც გაკისრია და სურვილი გაქვს, რომ შენი ქვეყანა მაღალ დონეზე წარმოადგინო.

– ტურნირზე რითი დაამახსოვრებთ თავს?

– „ბორჯღალოსნებისგან“ კარგ თამაშს ყველა მხოლოდ მორკინალებისგან ელოდება, მაგრამ მე, როგორც შუამარბს, მსურს ყველას დავანახო, რომ ბექებსაც შეუძლიათ ისევე კარგად თამაში, როგორც ფორვარდებს. ხვალინდელ დღეს ყველა მოუთმენლად ველით და გვინდა, რომ საქართველოს გამარჯვება მოვუტანოთ, ასე, რომ ეს გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო […]...
წაკითხვა